სინასტრია

სინასტრია ცნობილია როგორც ურთიერთობების ასტროლოგია. მისი მეშვეობით შეგვიძლია გავაანალიზოთ, თუ როგორ უკავშირდებიან და ურთიერთობენ ადამიანები ერთმანეთთან.

ჩემი პრაქტიკიდან გამომდინარე, ხშირად მოუმართავთ რჩევისათვის, თუ რომელი ზოდიაქო შეეფერებათ პარტნიორად. ამ კითხვაზე პასუხის გაცემას ემსახურება სინასტრიული ასტროლოგია – არა ზედაპირულად, არამედ სიღრმისეული ასტრო-ფსიქოლოგიური ანალიზით.

კონსულტაციის ფარგლებში ვადარებთ ორი ინდივიდის ნატალურ რუკას, განვსაზღვრავთ მათ მოთხოვნილებებს, ვუღრმავდებით ურთიერთობების დინამიკას. ამ ყველაფერზე დაფუძნებით ვპოულობთ გზას, თუ როგორ მოვახერხოთ განხილული პარტნიორული ურთიერთობის ჰარმონიზაცია.

სინასტრიული ასტროლოგია შეგვიძლია გამოვიყენოთ როგორც ინსტრუმენტი, ნებისმიერი სახის პარტნიორობის გასაანალიზებლად, ძლიერი კავშირებისა თუ პოტენციური კონფლიქტის სფეროების გამოსავლენად  – როგორც რომანტიკულ წყვილებს, ასევე ბიზნეს-პარტნიორებსა და ოჯახის წევრებს შორის.

 

რა მონაცემები გვჭირდება სინასტრიისთვის?

სინასტრიისთვის საჭიროა ვიცოდეთ როგორც თქვენი, ასევე პარტნიორის შემდეგი მონაცემები:

  • დაბადების ზუსტი თარიღი
    • დღე, თვე, წელი, დაბადების ზუსტი დრო
    • დაბადების ქალაქი, ქვეყანა
      • მაგ.: 19.11.1900, 18:55, თბილისი, საქართველო
  • სურვილის შემთხვევაში, თქვენთვის აქტუალური თემების ჩამონათვალი

შეიძლება სინასტრიის გაკეთება ზუსტი დაბადების დროის გარეშე?

სინასტრიისთვის საჭიროა მინიმუმ ერთი პიროვნების ზუსტი მონაცემების ცოდნა. თუმცა რაც უფრო დიდი განსხვავებაა დაბადების ნამდვილ დროსა და სავარაუდო დროს შორის, მით უფრო არაზუსტი იქნება შედგენილი რუკაც.

აღსანიშნავია, რომ დაბადების დროის გამოთვლა შესაძლებელია რექტიფიკაციის საშუალებით. გაეცანით მეტი ამ თემაზე აქ >>

რა შედის სინასტრიის მომსახურებაში?

  • ორი პიროვნების ტემპერამენტული თავსებადობის განსაზღვრა
  • რეკომენდაცია, ჰარმონიული ურთიერთობებისათვის
  • განსაზღვრა, რა შეიძლება იყოს თქვენი მაკავშირებელი და რა სიტუაციებმა შეიძლება გააძლიეროს თქვენი ურთიერთობა

როგორ შეიძლება კონსულტაციის დაჯავშნა?

კონსულტაციის დროის შეთანხმება ხდება ინდივიდუალურად. კონსულტაციის დასაჯავშნად შეგიძლიათ დამიკავშირდეთ სასურველი საკონტაქტო საშუალების მეშვეობით.
იხილეთ ჩემი საკონტაქტო ინფორმაცია აქ

გადახდა ხდება კონსულტაციის შემდეგ, როგორც საქართველოს, ასევე თიბისი ბანკის ანგარიშებზე. რეკვიზიტებს მოგაწვდით კონსულტაციის შემდეგ


კონსულტაციის სავარაუდო ხანგრძლივობა

რადგან მე თქვენთვის მაქსიმალური ინფორმაციის მოწოდება მინდა, კონსულტაციის ხანგრძლივობა ინდივიდუალურია. თუმცა პრაქტიკიდან გამომდინარე, კონსულტაციები გრძელდება საშუალოდ 1 საათი და 20 წუთი

სინასტრიის საფასური

300 ლარი

 

ჩემი სერვისები

როგორც გამოცდილი ასტროლოგი, სიამოვნებით დაგიდგებით გვერდში ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე. გაიგეთ მეტი ჩემი მომსახურებების შესახებ


იხილეთ ჩემი დისკუსია ასტრო-ფსიქოლოგ თამარ აქუბარდიასთან ››