რექტიფიკაცია:
დაბადების დროის გამოთვლა

ნებისმიერი რუკის სწორად შედგენისათვის საჭიროა ვიცნობდეთ ზუსტ დაბადების თარიღს. ხშირ შემთხვევაში ვიცნობთ ჩვენს დაბადების დღეს, თვესა და წელს, მაგრამ დაბადების ზუსტ დროს არა. მშობლებს ხშირად ახსოვთ, რომ დავიბადეთ გამთენიისკენ, მაგრამ აღარ ახსოვთ, მაგალითად დილის 4 თუ 5 საათზე.

დაბადების დროის პოვნას ასტროლოგიაში ვიცნობთ როგორც რექტიფიკაციას. საკუთარი მაგალითიდან ვიცი, რომ ჩემს შემთხვევაში 5 წუთის ცდომილებამაც კი დიდი განსხვავება გამოიწვია. მიზეზი იყო შემდეგი:
ვინაიდან დედამიწა ტრიალებს, ასტროლოგიური სახლების მდებარეობა ყოველ 4 წუთში 1 გრადუსით იცვლება.
ასტროლოგიაში 1 გრადუსის ცდომილებამ კი შეიძლება პროგნოზირებაში დაახლოებით ერთწლიანი ცდომილება გამოიწვიოს და შეგვიშალოს ხელი, პირადი ასტროლოგიური რუკიდან მაქსიმალურად სწორი ინფორმაციის მიღებაში.

როგორც ასტროლოგი, შემიძლია მაქსიმალურად მივუახლოვდე დაბადების ზუსტ დროს. ამისათვის საჭიროა ვიცნობდე მნიშვნელოვან ფაქტებს თქვენი ან იმ პიროვნების ცხოვრებიდან, ვისთვისაც რექტიფიკაციას ვაკეთებთ.

ქვემოთ იპოვნით მაგალითებს, რომლებიც დამეხმარება დაბადების დროის დადგენაში.

 

 

რექტიფიკაციისთვის საჭირო მონაცემები

7-10 ფაქტი იმ პიროვნების ცხოვრებიდან, ვისთვისაც რექტიფიკაციას ვაკეთებთ.
ქვემოთ გაძლევთ რამდენიმე მაგალითს.
ასევე შეგიძლიათ დამისახელოთ ფაქტები, რომლებმაც თქვენს ცხოვრებაზე დიდი გავლენა იქონიეს, მაგრამ ქვემოთ არაა ჩამოთვლილებში.
მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს წელიწადი, რომელშიც ეს მოვლენა მოხდა. თუმცა ზუსტი თვის ან ზუსტი თარიღის ცოდნა, დაგვეხმარება თქვენი დაბადების დროის უფრო დიდი სიზუსტით დადგენაში.

მაგალითები

  • თქვენი დაბადების თარიღი და სავარაუდო დრო
    • 19.11.1900, დილის 2-3 საათს შორის, ან საღამოს 6-7 საათს შორის
  • დაბადების ადგილი
    • სახლში თუ სამშობიაროში?
    • სამშობლოში თუ უცხოეთში?
  • როგორი იყო მშობიარობის პროცესი დედათქვენისთვის?
    • იოლი თუ გართულებებით?
    • ხომ არ გახდა თქვენი ან დედის ჰოსპიტალიზაცია საჭირო?
    • ბუნებრივი თუ საკეისრო კვეთა
  • თქვენი ოჯახის წევრის, თქვენთვის მნიშვნელოვანი პიროვნების დაბადება ან გარდაცვალება – მაქსიმალურად ზუსტი თარიღები
    • მნიშვნელოვანია, რომ ეს ფაქტები მოხდა თქვენი დაბადების შემდგომ
      • ძმის დაბადება თქვენი დაბადების შემდეგ და არა თქვენს დაბადებამდე
      • ბაბუის გარდაცვალება თქვენი დაბადების შემდეგ და არა თქვენს დაბადებამდე
      • დედისა და მამის დაბადების თარიღები
  • ოპერაცია, დიდი ავადმყოფობის გადატანა, ავარია – მაქსიმალურად ზუსტი თარიღები
  • დაოჯახების თარიღი
  • შვილის შეძენის თარიღი
  • მეუღლესთან დაშორების, გაყრის პერიოდი
  • საზღვარგარეთ პირველად წასვლის დაახლოებითი თარიღი
  • ემიგრაცია
  • სახელის ან გვარის შეცვლის თარიღი


სრული მაგალითი

ლიზამ თავისი დაბადების დროის დასადგენად მომწერა შემდეგი მონაცემები თავისი ცხოვრებიდან:

ლიზა უცნობი

დავიბადე 2001 წლის 1 ივნისს, სამშობიაროში, თბილისში (ჩემს სამშობლოში).
მშობიარობა დედასთვის იყო ბუნებრივი, იოლი და ყველანაირი გართულების გარეშე

მყავს ერთი უმცროსი და და დაიბადა 2003 წლის 22 აპრილს
ჩემზე დიდი გავლენა მოახდინა ჩემი საყვარელი ბიძის დაკარგვამ 2017 წლის 13 მარტს

2019 წლის ნოემბერში წავედი უცხოეთში, საფრანგეთში სასწავლებლად
2022 წლის 1 ოქტომბერს დავქორწინდი უცხოელზე ასევე საფრანგეთში
2024 წლის 10 იანვარს შემეძინა ბიჭი. მშობიარობა იყო რთული და ბავშვის ჰოსპიტალიზაცია გაგვიხდა საჭირო

როგორ შეიძლება კონსულტაციის დაჯავშნა და გადახდა?

რექტიფიკაციის კონსულტაციის დაჯავშნა საჭირო არაა. დაბადების დროის დადგენისათვის შეგიძლიათ დამიკავშირდეთ სასურველი საკონტაქტო საშუალების მეშვეობით.
იხილეთ ჩემი საკონტაქტო ინფორმაცია აქ

გადახდა ხდება მომსახურების გაწევის შემდეგ, როგორც საქართველოს, ასევე თიბისი ბანკის ანგარიშებზე. რეკვიზიტებს მოგაწვდით კონსულტაციის შემდეგ

რექტიფიკაციის საფასური

150 ლარი

 

მომსახურებების კომბინირების შემთხვევაში გთავაზობთ კონსულტაციას შეღავათიან ფასებში:

სოლარის რუკის ანალიზი + რექტიფიკაცია = 250 ლარი (300 ლარის ნაცვლად)
ნატალური რუკის შედგენა + პროგნოზირება + რექტიფიკაცია = 400 ლარი (550 ლარის ნაცვლად)
ნატალური რუკის შედგენა + სოლარის რუკის ანალიზი + რექტიფიკაცია = 400 ლარი (500 ლარის ნაცვლად)

 

ჩემი სერვისები

როგორც გამოცდილი ასტროლოგი, სიამოვნებით დაგიდგებით გვერდში ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე. გაიგეთ მეტი ჩემი მომსახურებების შესახებ


იხილეთ ჩემი დისკუსია ასტრო-ფსიქოლოგ თამარ აქუბარდიასთან ››