პროგნოზირება / ჰოროსკოპის შედგენა
ჰოროსკოპს ასტროლოგიაში ვიყენებთ აწყმოს შესახებ ინფორმაციის მოსაწოდებლად და მომავალი მოვლენების პროგნოზირებისთვის.
პროგნოზირებისას ვიყენებ ოთხი ტიპის რუკას – ტრანზიტულ, პროგრესიის, დირექციისა და სოლარის. პროგნოზირების ფარგლებში მოგაწვდით ინფორმაციას შემდეგი 6 თვის განმავლობაში თქვენთვის მნიშვნელოვანი მოვლენებისა და ტენდენციების შესახებ.
რა მონაცემები გვჭირდება ჰოროსკოპის შესადგენად?
პროგნოზირებისთვის საჭიროა ვიცოდეთ
- დაბადების ზუსტი თარიღი
- დღე, თვე, წელი, დაბადების ზუსტი დრო
- დაბადების ქალაქი, ქვეყანა
- მაგ.: 19.11.1900, 18:55, თბილისი, საქართველო
- სურვილის შემთხვევაში, თქვენთვის აქტუალური თემების ჩამონათვალი
შეიძლება ჰოროსკოპის შედგენა ზუსტი დაბადების დროის გარეშე?
ზოგადად, ეს შესაძლებელია. თუმცა რაც უფრო დიდი განსხვავებაა დაბადების ნამდვილ დროსა და სავარაუდო დროს შორის, მით უფრო არაზუსტი იქნება შედგენილი ჰოროსკოპიც.
აღსანიშნავია, რომ დაბადების დროის გამოთვლა შესაძლებელია რექტიფიკაციის საშუალებით. გაეცანით მეტი ამ თემაზე აქ >>
რა შედის ჰოროსკოპის შედგენაში?
უახლოესი 6 თვის მნიშვნელოვანი ტენდეციები:
- რა პერიოდშია მოსალოდნელი დიდი ცვლილებები თქვენს ცხოვრებაში?
- სამსახურის შეცვლა, ოჯახის წევრის მომატება, ქორწინება, ა.შ.
- რა პერიოდში სჯობს დიდი ცვლილებების განხორციელება?
- რა პერიოდში გავუფრთხილდეთ ჯანმრთელობას განსაკუთრებულად?
- ყველა თემა, რაც თქვენთვის, იმ მომენტში მნიშვნელოვანია
როგორ შეიძლება კონსულტაციის დაჯავშნა?
კონსულტაციის დროის შეთანხმება ხდება ინდივიდუალურად. კონსულტაციის დასაჯავშნად შეგიძლიათ დამიკავშირდეთ სასურველი საკონტაქტო საშუალების მეშვეობით.
იხილეთ ჩემი საკონტაქტო ინფორმაცია აქ
გადახდა ხდება კონსულტაციის შემდეგ, როგორც საქართველოს, ასევე თიბისი ბანკის ანგარიშებზე. რეკვიზიტებს მოგაწვდით კონსულტაციის შემდეგ
კონსულტაციის სავარაუდო ხანგრძლივობა
რადგან მე თქვენთვის მაქსიმალური ინფორმაციის მოწოდება მინდა, კონსულტაციის ხანგრძლივობა ინდივიდუალურია. თუმცა პრაქტიკიდან გამომდინარე, კონსულტაციები გრძელდება საშუალოდ 1 საათი ან ცოტა მეტი
პროგნოზირება / ჰოროსკოპის შედგენის საფასური
200 ლარი
მომსახურებების კომბინირების შემთხვევაში გთავაზობთ კონსულტაციას შეღავათიან ფასებში:
ნატალური რუკის შედგენა + პროგნოზირება = 300 ლარი (400 ლარის ნაცვლად)
ნატალური რუკის შედგენა + პროგნოზირება + რექტიფიკაცია = 400 ლარი (550 ლარის ნაცვლად)

