რას ამბობენ სხვები ჩემზე

ამირან, რამდენი ხანია მინდოდა მომეწერა..
შენამდე ბევრი არაფერი ვიცოდი ასტროლოგიის შესახებ. შენი წყალობით, უკეთ შევიცანი საკუთარი თავი.
ყოველთვის მეგონა, რომ ჩემს ცხოვრებაზე საუბარი მხოლოდ მე შემეძლო, მაგრამ შენთან საუბარი ჩემთვის ისეთი გასაოცარი იყო. მეგონა რომ მთელი ცხოვრება თან მომყვებოდი და ზედმიწევნით იცოდი ჩემი ხასიათი.
გაოცებული ვარ, როგორ სიზუსტით მიყვება ჩემი ცხოვრება შენს მიერ ნათქვამს.
ჩემთვის ეს ისეთი ღირებულია .. ვისაც არ გამოუცდია ვერ მიხვდება ალბათ..
მადლობა შენ ყველაფრისთვის!

— თამო თ.

ამირან… არც ვიცი რითი დავიწყო… ალბათ უკვე მეხუთე კონსულტაცია იყო ჩვენი და ყოველ ჯერზე მაოცებ… თითქოს “მე” ხარ… ☀თითქოს იმ დეტალებს, ცხოვრებას მიყვები რაც რეალურად მარტო “მე” ვიცი… მართლდება ის ეტაპები ჩემი ცხოვრების, რასაც კონსულტაციის დროს მეუბნები… მაშინ როცა წარმოუდგენლად მიმაჩნდა სამსახურეობრივი სიახლე ჩემს ცხოვრებაში, ზუსტად იმ პერიოდში ახდა ყველაფერი, როგორც მითხარი ჩემი რუკიდან გამომდინარე და ამ სიახლის გაგების შემდეგ სასიამოვნოდ გამეღიმა და გამახსენდი შენ… როცა რუკის წაკითხვას იწყებ ყოველთვის თანმიმდევრულად მიდის ყველაფერი… უბრალოდ ყველამ უნდა გაიაროს 1 კონსულტაცია მაინც შენთან, რომ მიხვდნენ რასაც ვგულისხმობ… მადლობა იმ ცოდნისთვის და გადმოცემის უნარისთვის, რასაც შენგან ვიღებ… ❤

— მარიამ დ.

ამირანის ასტროლოგიური კონსულტაციები, როგორც პირადი, ასევე სინასტრიული რუკის ანალიზის თვალსაზრისით საოცრად დამეხმარა საკუთარი თავის უკეთ შეცნობასა და პირადი ურთიერთობის ჰარმონიზებაში. ამირანი გამოირჩევა პროფესიონალიზმით, დეტალებისადმი ყურადღებითა და ინდივიდუალური მიდგომით, რაც მისი, როგორც ფსიქოლოგის კომპეტენტურობაზეც მეტყველებს. ჩემი სრული რეკომენდაცია მას🥰💫

— თათული ღ.

ასტროლოგიური პირადი რუკის შედგენა მირჩიეს,მითხრეს ამირანი ყურადღებით დაგითმობს შენთვის საჭირო დროს და ყველაფერს დეტალურად აგიხსნისო,ხოდა ასეც მოხდა 🙂 საოცარ დეტალებში ჩავიდა ამირანი ჩემი პირადი რუკის მეშვეობით და ისეთი ნიუანსები მითხრა საკუთარ თავზე მხოლოდ მე რომ ვიცოდი ან აქამდე რომც არ ან ვერ ვხედავდი, რუკის შედგენამ იმდენად დადებითი გავლენა მოახდინა ჩემზე, მალევე მივხვდი რომ ამირანთან როგორც პირად ფსიქოლოგთან კონსულტაციები ჰაერივით მჭირდებოდა.
ჩვენი ყოველი ახალი სეანსი გავს ტყის იმ ლამაზ ბილიკს რომელსაც პირველად გაუყვები და ცხოვრებას სხვა ბევრად ჯანსაღი გონებით შეხედავ,მისი მიდგომა,მოსმენის კულტურა,მისი სიმშვიდე და ზუსტი სწორი მიდგომები კვირიდან კვირამდე მეხმარება განვითარების და შინაგანი ბალანსის მიღწევაში.
მიხარია მისი აღმოჩენა და ვარ უზომოდ მადლიერი სამყაროსი რომ ჩვენ ერთმანეთს გადავეკვეთეთ ✨🪷

— მაკო შ.

ჩემი სერვისები

როგორც გამოცდილი ასტროლოგი, სიამოვნებით დაგიდგებით გვერდში ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე. გაიგეთ მეტი ჩემი მომსახურებების შესახებ


იხილეთ ჩემი დისკუსია ასტრო-ფსიქოლოგ თამარ აქუბარდიასთან ››