ჩემს შესახებ



მოგესალმებით,

მე ვარ ამირან წიკლაური და მოხარული ვარ გიმასპინძლოთ ჩემს ვებსაიტზე. ვეცდები, მოგიყვეთ, თუ რატომ გადავწყვიტე გავხდე ასტროლოგი და კონკრეტულად ასტრო-ფსიქოლოგიაში სპეციალიზირება.

ბავშვობიდან დიდი ინტერესი მქონდა დამენახა თითოეულ ადამიანში სამყაროს უნიკალური ჩანაფიქრი. ამ ინტერესმა ჩემი გზა თეოლოგიასთან დააკავშირა. თეოლოგია დამეხმარა გამეცნო ადამიანის სამყაროსთან ურთიერთობის ერთი მხარე, თუმცა მაგისტრატურის დასრულების შემდეგ ვიცოდი, აუცილებლად უნდა გამეცნო მეორე მხარეც – ადამიანის ფსიქიკა, და შესაბამისად ჩავაბარე ფსიქოლოგიაზე. ბავშვობიდან ასევე დიდი ინტერესს ვიჩენდი ასტროლოგიისადმითაც და პარალელურად გავიარე ასტროლოგიის შემსწავლელი კურსები, გავიღრმავე ცოდნა უამრავი ლიტერატურის გაცნობითა და მეგობრებისა და ნაცნობების პირადი რუკების შედგენით.

ნელ-ნელა დავინახე რამდენად დიდი კავშირია ასტროლოგიასა და ფსიქოლოგიას შორის და დავიწყე ასტროლოგიური რუკების ფსიქოლოგიური ანალიზი. კონსულტაციები – როგორც ნატალური რუკების ანალიზისთვის, ასევე პროგნოზირებისა (ჰოროსკოპების შედგენა) და სინასტრიისთვის ოფიციალურად დავიწყე 2020 წელს და მივხვდი ეს ის იყო, რასაც დიდი სიამოვნებით გავაკეთებდი მთელი ჩემი ცხოვრება. კმაყოფილი კლიენტების შეფასებებმა კი ჩემი ეს მოტივაცია უფრო გაამღვივეს.

პირადად ჩემთვის ასტროლოგია ნიშნავს შემდეგს:
ასტროლოგია გვეხმარება გავხადოთ ჩვენი ცხოვრება მეტად ეფექტური, საინტერესო და პროდუქტიული. როგორც პირადი რუკა ასევე დაბადების რუკები გვიჩვენებენ, რა რესურსებს ვფლობთ, რა შეგვიძლია კარგად ან რომელი მხარეების დამუშავება გვჭირდება.
ჩემი მიზანია, მარტივი ენით გადმოგცეთ თქვენი რესურსების მოცემულობა, დაგანახოთ თქვენი ძლიერი მხარეები ნათლად და მოგცეთ კონკრეტული რჩევები თქვენი შედარებით სუსტი მხარეების გასაძლიერებლად. გულწრფელად მსურს, დაგეხმაროთ, როგორც პირადი ასევე პროფესიული გადაწყვეტილელების მიღებასა თუ პრობლემებიდან გამოსავლის პოვნაში.

როგორც ზემოთ აღვნიშნე, ვთვლი, რომ ასტრო-ფსიქოლოგია იდეალურ სინთეზს წარმოადგენს, ჩვენი რესურსების შესაცნობად და მათ სწორად სამართავად.
თუ ასევე დაინტერესებული ხართ გაიგოთ მეტი თქვენსა და თქვენი შესაძლებლობების შესახებ, ძალიან დიდი სიამოვნებით გაგიზიარებთ ჩემს ცოდნას.


იმედი მაქვს, დროებით

ჩემი სერვისები

როგორც გამოცდილი ასტროლოგი, სიამოვნებით დაგიდგებით გვერდში ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე. გაიგეთ მეტი ჩემი მომსახურებების შესახებ


იხილეთ ჩემი დისკუსია ასტრო-ფსიქოლოგ თამარ აქუბარდიასთან ››