ნატალური / პირადი რუკის შედგენა და ანალიზი

ნატალური რუკა ანუ პირადი რუკა, შეგვიძლია წარმოვიდგინოთ როგორც ჩვენი დაბადების მომენტში ცის კაბადონზე გადაღებული სურათი. პირადი რუკის განხილვისას ჩვენ ვეცნობით იმ რესურსების მოცემულობას, რაც დაბადებისას მოგვეცა. მეტაფორულად მე ამას ვუწუდებ კოსმიურ დნმ-ს. ჩვენი კოსმიური გენეტიკის ანალიზი დაგვეხმარება ჩვენი ძლიერი და სუსტი მხარეების დანახვაში და ენერგიის შესაბამისად მიმართვაში.

ჩემთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია არამხოლოდ სუსტი მხარეების წარმოჩენა, არამედ თქვენთვის იმ ხელსაწყოების მოცემა, რომლებიც დაგეხმარებათ მათი თქვენს სასარგებლოდ გამოყენებაში.

ყველა პროგნოზირებადი რუკა, როგორც სოლარის, სინასტრიის, პროგნოზირების, ეფუძნება ნატალურ რუკას და მნიშვნელოვანია მისი რაც შეიძლება ზუსტად და სწორად შედგენა.

თუ არ ეძებთ ასტროლოგს, არამედ საიტებს საკუთარი პირადი / ნატალური რუკის შესადგენად, ძებნის გასაიოლებლად შეგიქმენით მოკლე სია ინგლისური და რუსული საიტებით აქ

რა მონაცემები გვჭირდება ნატალური რუკის შესადგენად?

ნატალური რუკის შესადგენად საჭიროა ვიცოდეთ

  • დაბადების ზუსტი თარიღი
    • დღე, თვე, წელი, დაბადების ზუსტი დრო
    • დაბადების ქალაქი, ქვეყანა
      • მაგ.: 19.11.1900, 18:55, თბილისი, საქართველო
  • სურვილის შემთხვევაში, თქვენთვის აქტუალური თემების ჩამონათვალი

შეიძლება ნატალური რუკის შედგენა ზუსტი დაბადების დროის გარეშე?

ზოგადად, ეს შესაძლებელია. თუმცა რაც უფრო დიდი განსხვავებაა დაბადების ნამდვილ დროსა და სავარაუდო დროს შორის, მით უფრო არაზუსტი იქნება შედგენილი რუკაც.

აღსანიშნავია, რომ დაბადების დროის გამოთვლა შესაძლებელია რექტიფიკაციის საშუალებით. გაეცანით მეტს ამ თემაზე აქ >>

რა შედის ნატალური რუკის შედგენის მომსახურებაში?

  • ნატალურ რუკაზე დაფუძნებით, თქვენი ფსიქოტიპის დახასიათება
  • როგორც სუსტი, ასევე ძლიერი მხარეების წარმოჩენა
  • რეკომენდაცია სუსტი მხარეების დამუშავებისა და თქვენს სასარგებლოდ გამოყენებისათვის

როგორ შეიძლება კონსულტაციის დაჯავშნა და გადახდა?

კონსულტაციის დროის შეთანხმება ხდება ინდივიდუალურად. კონსულტაციის დასაჯავშნად შეგიძლიათ დამიკავშირდეთ სასურველი საკონტაქტო საშუალების მეშვეობით.
იხილეთ ჩემი საკონტაქტო ინფორმაცია აქ

გადახდა ხდება კონსულტაციის შემდეგ, როგორც საქართველოს, ასევე თიბისი ბანკის ანგარიშებზე. რეკვიზიტებს მოგაწვდით კონსულტაციის შემდეგ


კონსულტაციის სავარაუდო ხანგრძლივობა

რადგან მე თქვენთვის მაქსიმალური ინფორმაციის მოწოდება მინდა, კონსულტაციის ხანგრძლივობა ინდივიდუალურია. თუმცა პრაქტიკიდან გამომდინარე, კონსულტაციები გრძელდება საშუალოდ 1 საათი ან ცოტა მეტი



ნატალური რუკის შედგენის საფასური

150 ლარი

მომსახურებების კომბინირების შემთხვევაში გთავაზობთ კონსულტაციას შეღავათიან ფასებში:

ნატალური რუკის შედგენა + პროგნოზირება = 200 ლარი (300 ლარის ნაცვლად)
ნატალური რუკის შედგენა + პროგნოზირება + რექტიფიკაცია = 250 ლარი (400 ლარის ნაცვლად)

 

ჩემი სერვისები

როგორც გამოცდილი ასტროლოგი, სიამოვნებით დაგიდგებით გვერდში ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე. გაიგეთ მეტი ჩემი მომსახურებების შესახებ


იხილეთ ჩემი დისკუსია ასტრო-ფსიქოლოგ თამარ აქუბარდიასთან ››