სასიკეთო თარიღების შერჩევა

თქვენი ნატალური რუკის ანალიზისა და ჰოროსკოპის მეშვეობით, გირჩევთ სასიკეთო დღეებს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებისას.

ეს გადაწყვეტილება შეიძლება შეეხებოდეს მნიშვნელოვან (სამსახურებრივი) შეხვედრის ან გასაუბრების, პაემნის, ესთეტიკური პროცედურის გაკეთების, მოგზაურობის პერიოდის, ქორწინების თარიღს და ბევრ მსგავს თემას.

 

რა მონაცემები გვჭირდება სასიკეთო თარიღების შესარჩევად?

სასიკეთო დღეების შესარჩევად საჭიროა ვიცოდეთ

  • დაბადების ზუსტი თარიღი
    • დღე, თვე, წელი, დაბადების ზუსტი დრო
    • დაბადების ქალაქი, ქვეყანა
      • მაგ.: 19.11.1900, 18:55, თბილისი, საქართველო
  • დაახლოებითი პერიოდი, რომელშიც კონკრეტული თარიღი უნდა შეირჩეს – მაგ.: ქორწილისთვის სასურველი თარიღები ივნისის თვეში, მნიშვნელოვანი გასაუბრებისთვის საუკეთესო დღე ნოემბრის პირველ კვირაში, საკეისროსთვის სასურველი თარიღები სექტემბრის შუა რიცხვებში და ა.შ.

შეიძლება სასიკეთო თარიღების შერჩევა ზუსტი დაბადების დროის გარეშე?

ზოგადად, ეს შესაძლებელია. თუმცა რაც უფრო დიდი განსხვავებაა დაბადების ნამდვილ დროსა და სავარაუდო დროს შორის, მით უფრო არაზუსტი იქნება მოწოდებული ინფორმაციაც.

აღსანიშნავია, რომ დაბადების დროის გამოთვლა შესაძლებელია რექტიფიკაციის საშუალებით. გაეცანით მეტი ამ თემაზე აქ >>

როგორ შეიძლება კონსულტაციის დაჯავშნა?

სასიკეთო თარიღების შესარჩევად კონსულტაციის დაჯავშნა საჭირო არაა. კონკრეტული კითხვით შეგიძლიათ დამიკავშირდეთ სასურველი საკონტაქტო საშუალების მეშვეობით.
იხილეთ ჩემი საკონტაქტო ინფორმაცია აქ

გადახდა ხდება მომსახურების გაწევის შემდეგ, როგორც საქართველოს, ასევე თიბისი ბანკის ანგარიშებზე. რეკვიზიტებს მოგაწვდით კონსულტაციის შემდეგ

სასიკეთო თარიღის შერჩევის საფასური

ფასი განისაზღვრება კითხვის მიხედვით

 

ჩემი სერვისები

როგორც გამოცდილი ასტროლოგი, სიამოვნებით დაგიდგებით გვერდში ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე. გაიგეთ მეტი ჩემი მომსახურებების შესახებ


იხილეთ ჩემი დისკუსია ასტრო-ფსიქოლოგ თამარ აქუბარდიასთან ››